ადვოკატთა ასოციაცია მუშაობს გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმაზე. აღნიშნული სტრატეგიის
შემუშავებით განსაზღვრული პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და მათი თანმდევი სამართლებრივი
და ინსტიტუციური ცვლილებები ასოციაციის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შეფასების მიზნით,სტრატეგიის შემუშავების პროცესში თქვენი,
ადვოკატების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ თითოეული თქვენგანის მიერ დაფიქსირებული
აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება ასოციაციის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები.
ამისათვის გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (იხილეთ ბმული) და მიმდინარე წლის12 აგვისტომდე შეავსოთ
საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტების მიერ შემუშავებული კითხვარი.
გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ასოციაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში და თქვენი წვლილი
შეიტანოთ ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში.